საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ალექსანდრე შენგელაიას ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატს, ალექსანდრე შენგელაიას ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

 

ეს აღიარება ალექსანდრე შენგელაიას მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის, პროფესიონალიზმისა და ქვეყნისთვის გაწეული მნიშვნელოვანი სამსახურის ღირსეული დაფასებაა. ვულოცავთ ბატონ ალექსანდრეს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.

თარიღი: 18/09/2025